четверг, 13 октября 2011 г.

ქუჩის ძაღლები


1.პროექტის სახელწოდება:      ქუჩის ძაღლები
2. პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა:      სასწავლო პროექტით განიხილება  პრობლემური      თემა,მოსწავლეები მოიძიებენ,იკვლევენ და ცვლიან ინფორმაციებს ქუჩის ძაღლების შესახებ.დახატავენ ნახატებს,შეთხზავენ პატარა მოთხრობებს,მოიპოვებენ ფოტოსურათებს და გამოაქვეყნებენ ბლოგების შექმნით.
3. პროექტის მიზნები და შედეგები:     მოსწავლეებს უჩნდებათ სიყვარული, სიბრალული ცხოველების მიმართ,ისინი გაითვიცნობიერებენ, რომ ქუჩაში მაწანწალა ძაღლების გამოსვლა გაპიროვნებულია ადამიანთა გულგრილობით და გმობენ მათ საქციელს.
4.მონაწილეთა ასაკი: 10 –11 წელი
5. პროექტის ვადები/ ხანგრძლივობა: 10 საგაკვეთილო საათი
6. პროექტისთვის საჭირო რესურსი: ისტ_ის გამოყენება.ჯგუფებში თანამშრომლობა, ბიბლიოთეკის გამოყენება.
7. პროექტის მსვლელობა:  ა.თემის შერჩევის შემდეგ დავსვამ პრობლემურ შეკითხვებს
1.რით არის საშიში ქუჩის ძაღლები?
2. როგორ ებრძვიან ქუჩის ძაღლებს?
3. თქვენ როგორ მოექცევით ქუჩაში ნაპოვნ ძაღლს?
ბ.ჩამოვაყალიბებ საპროექტო ჯგუფს
გ. შევიმუშავებ პროექტის გეგმას
დ. გადავანაწილებ მოვალეობებს
ე. მოვაწყობ პროდუქტის პრეზენტაციას
ვ. მოსწავლეები შეაფასებენ თავიანთ ნამუშევრებს,წარმოადგენენ საკუთარ ანგარიშებს.შევაფასებ რუბრიკის მიხედვით
8.პროექტის ავტორი; ნინო ზანბახიძე
9. პროექტის ავტორის ელ– ფოსტა:  ninozambaxidze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий